|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონსულტანტი ქალაქში - თელავი.
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
სამუშაო ადგილი : თელავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
**მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და შემდგომი რეალიზაცია;
**არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციური მომსახურება;
** გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** დადგენილი სტანდარტით პროდუქციის განლაგების | შევსების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** სერვისულობა;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AcYPeTSe
|
|
|
|