Робота для біженців з України
ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბიზნესის მომსახურების ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ბიზნესის მომსახურების ცენტრი" წარმოადგენს საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ემსახურება სხვადასხვა სფეროსა და ზომის ბიზნესებს. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ბუღალტერს, რომელიც იმუშავებს მრავალფეროვან კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** ხელფასების დარიცხვა და აღრიცხვა
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
** RS.ge პლატფორმაზე მუშაობა
** კლიენტებთან კომუნიკაცია საბუღალტრო საკითხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ენების ცოდნა:

** ქართული - სრულყოფილად
** რუსული - კარგად
** ინგლისური - სასურველია

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ადგილმდებარეობა: რუსთავი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@bscenter.ge
ან დაგვიკავშირდით: 574211211

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის წევრი!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე