|
დასახელება:
ტენდერი ორგანიზაციის წლიური აუდიტორული მომსახურ. შესყიდაზე
|
| მომწოდებელი:
ასოციაცია ანიკა
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულებები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
ტენდერი ორგანიზაციის წლიური აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის წლიური ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
ბოლო ვადა: 11 მაისი, 2026 წელი
https://www.facebook.com/AssociationAnika
http://anika.ge/ka
ასოციაცია ანიკა აცხადებს 2025 წლის ორგანიზაციის წლიურ ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:
** მომსახურების ფასი დღგ-ს ჩათვლით;
** მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდი;
** კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
გთხოვთ შემოთავაზება გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: geoanika1997@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ " 2025 წლის წლიური აუდიტი".
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 11 მაისი, 2026 წელი (18:00 საათამდე).
დაგვიანებული და არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
|
|
|
|