Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714306&print=yes&view=jobs
 
ბარისტა-მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-მიმტანი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
მილანური ბისტრო "GROUND84" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მიმტანის პოზიციაზე (ორივე ფილიალში).

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც მაღალი ხარისხის მომსახურებას, ასევე ბარის გამართულ მუშაობას.

მიმტან-ბარისტას მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება და შეკვეთების მიღება
** მენიუს ახსნა და რეკომენდაციების მიცემა
** შეკვეთების სწორად ჩაწერა და დროული მიწოდება
** სასმელების მომზადება (ალკოჰოლური/არაალკოჰოლური, ყავა, ჩაი)
** ბარის მარაგის კონტროლი და შევსება ყოველდღიურად
** ინვენტარის მოვლა და ყავის აპარატის სისუფთავე
** ბარის პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი
** კომუნიკაცია სამზარეულოსთან და შეკვეთების სისწორის კონტროლი
** მაგიდის მოვლა მომსახურების პროცესში
** ანგარიშის წარდგენა და გადახდის მიღება

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 5/2
** სამუშაო საათები: 9 საათიანი

ანაზღაურება:

** გროსი: 1600 ლარი
** ნეტი: 1250 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მეილზე: Bistroground84@gmail.com და საბჯექტში მიუთითოთ სასურველი ლოკაცია:
"ვეკუას ფილიალი" ან "პეკინის ფილიალი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია