|
დასახელება:
ნოტარიუსის თანაშემწის მოსამზადებელი თეორიულ-პრაქტიკული კურსი
|
| მომწოდებელი:
სანოტარო ბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
ნოტარიუსის თანაშემწის მოსამზადებელი თეორიულ-პრაქტიკული კურსი.
გსურს დასაქმება სანოტარო ბიუროში ან პროფესიული განვითარება სანოტარო სფეროში?
ეს კურსი გაძლევს შესაძლებლობას შეიძინო როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რომლებსაც რეალურად გამოიყენებ ყოველდღიურ საქმიანობაში.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი განათლებისა და პროფესიის მქონე პირს
მონაწილეობის მინიმალური ასაკი არის 18 წელი
კურსის ფარგლებში შეისწავლი:
** სანოტარო სამართლის საფუძვლებს
** ნოტარიუსის უფლებებსა და მოვალეობებს
** სანოტარო მოქმედებების პრაქტიკული შესრულების საფუძვლებს
** დოკუმენტების სწორად მომზადებასა და დამუშავებას
** კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკას
რას მიიღებ კურსის დასრულების შემდეგ:
** სანოტარო სამართლის თეორიულ ცოდნას
** პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის გამოყენებასაც შეძლებ სამუშაო გარემოში
** შესაძლებლობას დასაქმდე სანოტარო ბიუროში
** სერტიფიკატს კურსის დასრულების შემთხვევაში
კურსს გაუძღვება მოქმედი ნოტარიუსი თინათინ რურუა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს მიიღონ გამოცდილება უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტისგან.
კურსის დაწყების თარიღი: 15 მაისი 2026 წელი
ხანგრძლივობა: 2 თვე (16 შეხვედრა)
თეორიული ნაწილი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი სანოტარო ბიუროში 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ღირებულება: 550 ლარი
ტრენინგი ჩატარდება მინიმუმ 10 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.
დეტალებისთვის მოგვწერე ელფოსტაზე: trurua@notary.ge ან დაგვიკავშირდი:+995 591 709931 (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე).
კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/10TPRV_JXSOe9gVBtQJAZZITznzbecEnOUFX2CZW6wKw/edit
|
|
|
|