|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ვულე-ვუ
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კონსულტანტი - ჩვენი კომპანიის სახეა. სწორედ კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული როგორც მათი, ასევე მთელი კომპანიის წარმატება. ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად გამოვარჩევთ უნიკალურ დიზაინს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ფასდაკლებების მოქნილ სისტემას, განსაკუთრებულ შემოთავაზებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს მაღაზიებში კონსულტანტების კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და თავაზიანობას!
მოთხოვნები:
** განიხილება ნებისმიერი აპლიკაცია - როგორც ქალბატონებისგან, ასევე მამაკაცებისგან;
** შრომისუნარიანობის მაღალი დონე;
** ენერგიულობა, თავაზიანობა, სანდოობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარგი მახსოვრობის უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა.
ვალდებულებები:
** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ასორტიმენტის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით განთავსება.
სამუშაო პირობები:
** კანონმდებლობის შესაბამისი კონტრაქტის შეთავაზება;
** მოქნილი სამუშაო განრიგი;
** საინტერესო და პრესტიჟული სამსახური მეგობრულ კოლექტივში;
** კარიერული ზრდის გამორჩეული პროგრამა;
** ანაზღაურებადი შვებულება.
ადგილმდებარეობა: თბილისი
საშუალო ხელფასი: 1200 ლარი
სამუშაო საათები: 1 ცვლა 10:00-დან 17:00 საათამდე და მეორე ცვლა 14:00-დან 21:00 საათამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 30 აპრილამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@voulez-vous.ge. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|