Робота для біженців з України
მცხობელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ მისამართზე

თანამდებობის დასახელება: მცხობელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

სამუშაო აღწერა:

მცხობელი პასუხისმგებელია სხვადასხვა საცხობი პროდუქტის (პური, ფუნთუშეული, ნამცხვარი და სხვა) მომზადებაზე, ხარისხის სტანდარტების დაცვითა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პურისა და საცხობი ნაწარმის მომზადება განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** ცომის მოზელა, ფორმირება და გამოცხობა;
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი და სწორი გამოყენება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქციის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი რეცეპტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** დანადგარებისა და ტექნიკის სწორად გამოყენება და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საცხობი ტექნოლოგიების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** შრომისმოყვარეობა
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე