|
დასახელება:
შემსყიდველი
|
| მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი ყულევის ტერმინალი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას შემსყიდველის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა (სასურველია მარკეტინგისა და მომარაგების სფეროში);
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების (წერა და ზეპირი) ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** უცხოელი კანდიდატები განიხილებიან მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის ქონის შემთხვევაში.
ძირითადი მოვალეობები:
** შესასყიდი ფასეულობების შესახებ ინფორმაციების/განაცხადების მიღება, დამუშავება და კლასიფიკაცია;
** უშუალო უფროსის ინფორმირება შეკვეთების სტატუსის შესახებ; შეკვეთილი ფასეულობის კომპანიის საწყობში ნაშთების არსებობის შესახებ ინფორმაციის მოძიება/დადგენა და შესაბამისად რეალურად შესაძენი რაოდენობების/მოცულობების განსაზღვრა;
** სამიზნე ბაზრისა და ტენდენციების ანალიზი შესყიდვის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციები და მოლაპარაკებების წარმოება ფასეულობების ღირებულებისა და მოწოდების პირობების შესახებ;
** პასუხისმგებლობა ხარისხიანი პროდუქციის მოძიებაზე, შერჩევაზე, შეძენილი მასალების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რაოდენობის სიზუსტესა და აღჭურვილობაზე;
** პასუხისმგებლობა ფასეულობების წარმოშობის სერტიფიკატის მოძიებაზე, მასალის საიდენტიფიკაციო ნომრებით მასალების დამოწმებაზე;
** შეძენილი ფასეულობების თაობაზე გამოვლენილი ხარვეზის (ქარხნული, შეძენილი, რაოდენობრივი) ფაქტის დოკუმენტირებისა და მომწოდებლისათვის პრეტენზიების წაყენების ვალდებულებები;
** მომწოდებლის მხრიდან ვითარების გამოსწორების საკითხებზე უშუალო უფროსთან შეთანხმებით ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
** მატერიალური ფასეულობის/საქონლის ტრანსპორტირებისა და საწყობში პასუხისმგებელი პირისათვის ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
** მატერიალური ფასეულობების შერჩევის/შესყიდვის პროცესში მუდმივი კოორდინაცია შესყიდვების გუნდთან / საწყობის კოორდინატორთან;
** შესყიდული ფასეულობების თაობაზე ინფორმაციების, მონაცემებისა და ფასების სრული ჩანაწერების წარმოება ელექტრონულ სისტემაში;
** პასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის შიდა ბაზრის, ასევე ქვეყნის გარე ბაზრისათვის განკუთვნილი შეკვეთების მართვაზე, ფასეულობების შეძენასა და მონიტორინგზე;
** პასუხისმგებლობა ფასეულობების შესყიდვის დოკუმენტაციის სიზუსტესა და დამუშავებაზე კომპანიაში მოქმედი პროცედურების შესაბამისად;
** პასუხისმგებელია საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს უშუალო უფროსისგან/სამსახურის უფროსისგან მიღებული დამატებითი დავალებები.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენების (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az, d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 15.05.2026
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|