Робота для біженців з України
გაყიდვების რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: Coral Club
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
Coral Club არის საერთაშორისო კომპანია, დაფუძნებული კანადაში, რომელიც უკვე 27 წელია ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს — ჩვენ ვავრცელებთ ჯანმრთელობის კონცეფციას.

ვეძებთ ლიდერს, რომელიც შეძლებს პარტნიორების გაძლიერებას, გუნდის განვითარებას და რეგიონში გაყიდვების ზრდას.

გაყიდვების რეგიონული მენეჯერი (პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით)

შემოუერთდი ჯანმრთელობისა და შესაძლებლობების სამყაროს!

ანაზღაურება და განვითარება: ჩვენთან პროფესიული ზრდა პირდაპირ აისახება შენს შემოსავალზე:

ფიქსირებული ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადა: $1, 300 (ექვივალენტი ლარში)
** ძირითადი პერიოდი: $1, 400 (ექვივალენტი ლარში)
** ბონუს სისტემა: ჩართვა კომპანიის გლობალურ საბონუსე და მოტივაციის პროგრამებში საადაპტაციო პერიოდის გავლის შემდეგ.

ბენეფიტები:

** საერთაშორისო კონფერენციებსა და ბიზნეს-ივენთებზე დასწრების შესაძლებლობა (საჭიროების მიხედვით)
** წვდომა ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პლატფორმებზე (Health & Business)

სამუშაო ფორმატი:

** გრაფიკი: 5/2 (10:00 - 19:00)
** ლოკაცია: თბილისი, უზნაძის 91

შენი მისია და პასუხისმგებლობები:

** როგორც რეგიონული მენეჯერი, შენ იქნები მთავარი რგოლი კომპანიასა და პარტნიორებს შორის და პასუხისმგებელი იქნები რეგიონში შედეგზე: პარტნიორული ქსელის ზრდა: რეგიონში ახალი ლიდერების გამოვლენა, არსებული ლიდერების მოტივირება და მხარდაჭერა.
** გუნდის მართვა და გაძლიერება: ეფექტური კომუნიკაციის დანერგვა, პრეზენტაციების ორგანიზება და მარკეტინგული აქტივობების მართვა
** ანალიტიკა და სტრატეგია: ბაზრის ანალიზი, გაყიდვების დაგეგმვა და KPI-ების კონტროლი
** კოლაბორაცია: რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა სერვისის გაუმჯობესების მიზნით

რას ნიშნავს ეს როლი:

** ეს პოზიცია მოითხოვს არა მხოლოდ პროცესის მართვას, არამედ რეალური შედეგის მიღწევას.
** შენ იღებ პასუხისმგებლობას გუნდის განვითარებაზე და გაყიდვების ზრდაზე.

ვინ არის იდეალური კანდიდატი:

** გამოცდილება გაყიდვებში ან პარტნიორული ქსელების მართვაში (უპირატესობა)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** სტრატეგიული აზროვნება და კრეატიულობა
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის სურვილი
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება

ენები:

** ქართული — მშობლიური
** რუსული — B1-B2

coralclub.georgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე