Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714248&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: შამპანერია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"შამპანერია" აცხადებს ვაკანსიას: მიმტანი.

კომპანიის შესახებ:

"შამპანერია" არის მცირე, მყუდრო კაფე, რომელიც აერთიანებს საუზმეების კულტურას და შუშხუნა ღვინოსთან შეხამებულ კერძებს. ჩვენი კონცეფცია დაფუძნებულია თანამედროვე, ესთეტიკურ და გემოვნურად დაბალანსებულ მენიუზე.

კაფე არის პატარა ფორმატის, შესაბამისად სამუშაო გარემო უფრო მშვიდი და დაბალი დატვირთვისაა.

პოზიცია: მიმტანი

პოზიცია მოიცავს როგორც სტუმრების მომსახურებას, ასევე ყავის და ბარის მიმართულებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 2/2;
** ანაზღაურება: 70 ლარი დღეში + ბონუსი + ჩაი (tips);
** ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ, ბარათზე ჩარიცხვით;
** კვება უზრუნველყოფილია.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება;
** შეკვეთების მიღება და გაცემა;
** ყავის და მარტივი სასმელების მომზადება;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა დარბაზში და ბარში.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება;
** ინგლისური ენა — საკომუნიკაციო დონეზე;
** რუსული ენა — სასურველი.

უპირატესობა:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ყავისა და ბარის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების უნარი და სტუმრებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** ინტერესის არსებობა ღვინოსა და სასმელების მიმართ.

განაცხადი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: petnat.bar@gmail.com

CV-ის ნაცვლად ასევე მისაღებია მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე და გამოცდილებაზე, ტელეფონის ნომრით.

სათაურის ველში მიუთითეთ: მიმტანი / შამპანერია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია