Робота для біженців з України
კონკურსი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესარჩევად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესარჩევად
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
მწვანე ჩემპიონების პროგრამა 2026 - კონკურსი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესარჩევად (ფოთი, ხობი)

"მწვანე ჩემპიონების პროგრამა" განკუთვნილია ხობისა და ფოთის სკოლის მოსწავლეებისა (14-17 წლის ასაკი) და მასწავლებლებისთვის, რათა ისინი გახდნენ მწვანე ცვლილებების ლიდერები საკუთარ სკოლებსა და თემებში. პროგრამა ხორციელდება "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და მასწავლებლებში გარემოსდაცვით და კლიმატთან დაკავშირებულ თემებზე ცოდნისა და ინტერესის გაზრდას.

რას მოიცავს პროგრამა:

** 1-დღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის მწვანე გადასვლისა და მენტორინგის თემებზე.
** 3-დღიანი ბანაკი მოსწავლეებისთვის შემდეგ თემებზე: კლიმატის ცვლილება, ცირკულარული ეკონომიკა, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები, ენერგოეფექტიანობა, რესურსების მდგრადი მართვა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ეფექტიანი კომუნიკაცია.
** 3-დღიანი ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთო სესია ერთობლივი მწვანე ინიციატივების/დემონსტრატორების დასაგეგმად.
** ონლაინ მენტორინგი ბანაკის შემდეგ შემუშავებული ინიციატივების / დემონსტრატორების დასახვეწად.
** მცირე ინიციატივების კონკურსი მოსწავლეებისთვის, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული გუნდები, მათ შორის მასწავლებლ (ებ)ის მენტორობით, განახორციელებენ მწვანე ინიციატივებს საკუთარ სკოლასა ან/და თემში.
** საჯარო ღონისძიება, სადაც გამარჯვებული გუნდები წარმოადგენენ საკუთარი ინიციატივების შედეგებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოსწავლეები, რომლებიც:

** არიან 14-17 წლის ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტიდან;
** არიან მოტივირებული, აქტიური და აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და მდგრადი განვითარება;
** არიან მზად აქტიურად ჩაერთონ პროგრამის ყველა ეტაპზე (ბანაკი, ონლაინ შეხვედრები, მწვანე ინიციატივების განხორციელება, საჯარო ღონისძიება)

მასწავლებლები, რომლებიც:

** ასწავლიან ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლაში;
** დაინტერესებული არიან და/ან სკოლაში ასწავლიან საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს და სურთ გაიღრმაონ ცოდნა მწვანე გადასვლის თემებზე;
** დაინტერესებული არიან მოსწავლეებს გაუწიონ ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მენტორინგი საკუთარ სკოლაში/თემში მწვანე ინიციატივის / დემონსტრატორის განხორციელების დროს.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი:

განაცხადის ფორმა მოსწავლეებისთვის: დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე

განაცხადის ფორმა მასწავლებლებისთვის:დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის განაცხადის მისაღებად მნიშვნელოვანია იმავე სკოლის მოსწავლე (ებ)ს გამოგზავნილი ჰქონდეთ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი განაცხად (ებ)ი. ეს პირობა მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის განმავლობაში მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეების მწვანე ინიციატივის/დემონსტრატორის განხორციელებაში მხარდაჭერა / მენტორინგი.

ორივე შემთხვევაში, განაცხადების შევსების ვადაა 2026 წლის 24 აპრილი.

აპლიკაციების შერჩევის კრიტერიუმები:

** მოტივაცია
** თემებისადმი ინტერესი
** პასუხისმგებლობის აღების მზაობა
** გეოგრაფიული და გენდერული ბალანსი

პროგრამის მთავარი ეტაპების სავარაუდო თარიღები:

ტრენინგი და ბანაკი: ივნისი, 2026
მენტორინგი და მწვანე ინიციატივების / დემონსტრატორების განხორციელება: ივლისი-ოქტომბერი, 2026

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ ნახოთ UNDP-ის ვებგვერდზე

საინფორმაციო შეხვედრა:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ზუმის საშუალებით: 2026 წლის 17 აპრილს, 12 საათზე (რეგისტრაციის ბმული).

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამა, teona.turashvili@undp.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე