Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714211&print=yes&view=jobs
 
სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სს "თელასი" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
** ელ. უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
** პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი.
** ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
** ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა.
** გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
** საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
** სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი.
** წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა.
** მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურება - 2740 ლარი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი: vakansia@telasi.ge 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია