|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აქვა გეო
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 17:00 საათი (1 საათი შესვენება)
** ბენეფიტი: ტრანსპორტირება და ადგილზე კვება
** ანაზღაურება: 4000 ლარი
** ვაკანტური ადგილი: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი
** პროდუქტის ეტიკეტებთან დაკავშირებული პროცესების მართვა (დიზაინი, დასტურები, რეგულაციებთან შესაბამისობა)
** სტამბებთან, დიზაინერებთან და მარკეტინგულ სააგენტოებთან ურთიერთობა
** ბეჭდვითი და სარეკლამო მასალების (ეტიკეტები, შეფუთვა, POS მასალები) წარმოების პროცესის მიყოლა
** სოციალური მედიის მენეჯერისთვის მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმების მომზადება
** ბრენდების ვიზუალური იდენტობის ერთიანობის კონტროლი
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობა
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** FMCG ან საწარმოო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბრენდის მართვისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება
** ეტიკეტირებისა და ბეჭდვითი მასალების წარმოების პროცესების ცოდნა
** სოციალური მედიის დაგეგმვისა და კოორდინაციის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@aquageo.ge; info@aquageo.ge;
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|