Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714145&print=yes&view=jobs
 
ყასაბი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: ჯი პი პი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტეს" ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართები: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #62
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება;
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** საქონლის დამუშავება შესაბამისი წესის მიხედვით;
** წარმოებული პროდუქციის და დახარჯული ნედლეულის სწორი აღრიცხვა;
** სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა და კონტროლი;
** სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gpp.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი პი პი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია