Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714130&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი/ედვერთაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი/ედვერთაიზერი
მომწოდებელი: შინდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"შინდი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის / ედვერთაიზერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"შინდი" ბათუმში დაფუძნებული მარკეტინგული სააგენტოა. ჩვენ ვქმნით კონტენტს, რომელიც მუშაობს და ვმართავთ კამპანიებს, რომლებიც შედეგს დებს. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, ვისთვისაც ციფრული სამყარო და რეკლამის ტექნიკური მხარე აზარტია. shindi.ge

რას ველით შენგან (შედეგი):

გამართული, ოპტიმიზირებული სარეკლამო კამპანიები და მზარდი მაჩვენებლები ჩვენი კლიენტებისთვის.

შენი ყოველდღიურობა "შინდიში":

** სარეკლამო კამპანიების გაშვება და მართვა (Meta Ads, Google Ads);
** ტექნიკური გამართვა (Pixel, Conversion API, GTM-ის ბაზისები);
** აქტიური ბრეინშტორმინგი გუნდთან (კოპირაიტერებთან და დიზაინერებთან) საუკეთესო ვიზუალისა და ტექსტის შესარჩევად;
** მონაცემების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ყოველთვიური რეპორტინგი.

ჩვენი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Meta Ads-ის და Google Ads-ის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სარეკლამო პლატფორმებთან სამუშაოდ და სიახლეების გასაცნობად);
** ანალიტიკური აზროვნება - ციფრების მიღმა "ამბის" დანახვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ბათუმი (ოფისი)
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება (ხელზე ასაღები თანხა):

თუ ჩვენ გასწავლით: 1 000 ლარი
თუ თქვენ გვასწავლით: თქვენი მიმდინარე ხელფასი + 20%

რატომ უნდა წამოხვიდე ჩვენთან?

** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება შენი მშვიდი ძილისთვის;
** ოფისის უგემრიელესი ყავა ულიმიტოდ;
** გუნდური ლანჩები ჩვენს ხარჯზე;
** პროფესიული ზრდა: ჩვენ დავაფინანსებთ შენს დასწრებას თემატურ ტრენინგებზე! მოითხოვე და გააზიარე მიღებული ცოდნა.

დაინტერესდი?

მიუთითე წერილის სათაურში "ედვერთაიზერი" და გამოგვიგზავნე CV + შენი ნამუშევრების რეპორტები, პორტფოლიო ან ქეისები ელფოსტაზე: contact@shindi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია