Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში" აბაშიძის ფილიალში, ოფისის მენეჯერს ვეძებთ:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისა და ზარალების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარება;
** მომზადებული ბრძანებებისა და დოკუმენტების დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით;
** ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროებების მოგროვება, დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება დელეგირების ზღვრების ფარგლებში;
** სანიტარული-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** დამლაგებლების კოორდინირება, მათი მუშაობის განრიგების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office-ში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FfaHz

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე