|
დასახელება:
სასტუმროს მომმარაგებელი
|
| მომწოდებელი:
AGARANI Estate
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მომმარაგებლის პოზიციაზე.
ქალაქი: თელავი, სოფ. რუისპირი
დაქვემდებარება: გენერალურ მენეჯერთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
პოზიციის აღწერა:
სასტუმროს მომმარაგებელი პასუხისმგებელია ობიექტისთვის საჭირო პროდუქციის დროულ და ეფექტურ უზრუნველყოფაზე, მარაგების კონტროლსა და მომწოდებლებთან ურთიერთობაზე. უზრუნველყოფს შეუფერხებელ ოპერირებას ხარისხისა და ხარჯების ოპტიმიზაციის დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროსთვის საჭირო პროდუქციისა და მასალების შესყიდვა
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების შეთანხმება
** მარაგების კონტროლი და დროული შევსება
** შეკვეთების დაგეგმვა და მიღება
** მიღებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა
** დოკუმენტაციის წარმოება (ინვოისები, მიღება-ჩაბარება)
** ხარისხისა და ვადების კონტროლი
საჭირო უნარები და თვისებები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@agarani.ge
|
|
|
|