Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713734&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

კატეგორიის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა და კატეგორიაში ახალი პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კატეგორიაში შემავალი ბრენდების მომგებიანობის ანალიზი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ვიზიტების განხორციელება ფილიალებში და არსებული ასორტიმენტის ანალიზი;
** კატეგორიაში შემავალი პროდუქციის ფასების მონიტორინგი;
** ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
** არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციაზე საუკეთესო ფასის მოძიება და ფასწარმოქმნა

ჩვენს გუნდში ვეძებთ კატეგორიის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია ციფრული ტექნიკის მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წლამდე;
** Excel-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური, რუსული ენის ცოდნა

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციიდან გამომდინარე) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "კატეგორიის მენეჯერი" .

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი, 2026.

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია