|
დასახელება:
გაყიდვების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე კომპანია "New Life Georgia" - სთვის.
"New Life Georgia" ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.newlifemexico.net
პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, ენერგიულ, ინიციატივიან, ემპათიურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გაყიდვების სფეროსა და სერვისში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო ადგილი - თბილისი, საირმის ქუჩა, პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები
სამუშაო განაკვეთი - სრული, 15:00-21:00 ან 16:00 - 22:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება - 2500 ლ. (Net) + ბონუსები, (საშუალოდ ჯამში - 4000 ლარი)
დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან მომსახურების/პროდუქტების პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება, მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ბაზაში არსებულ მომხმარებლებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრების ჩანიშვნა;
** მომხმარებლებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ მათი ინფორმირება;
** მიმდინარე საბაზრო პირობებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** გაყიდვების აქტივობების ჩანაწერების წარმოება, ორიენტირი გაყიდვების მიზნების შესრულებაზე;
** მომხმარებლებისთვის მომსახურების გადახდებში დახმარება;
** პოტენციური მომხმარებლების სისტემაში (ბაზაში) მუდმივი მუშაობა/განახლება და მენეჯმენტის გუნდისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროსა და სერვისში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე, უპირატესად ჩაითვლება ესპანური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@thestream.ge არაუგვიანეს 28 აპრილისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|