Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713731&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების აგენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Budget Georgia
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
ტურისტული კომპანია "Budget Georgia" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღეში 11 სამუშაო საათი (08:30-დან 18:30-მდე. 1 საათი შესვენება). თვეში 15-16 სამუშაო დღე
** ფიქსირებული ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი (5 ლარი გაყიდულ ტურზე). საშუალო ჯამური ანაზღაურება 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ბუკლეტების დარიგება ქალაქის ტურისტულად აქტიურ ზონებში
** ტურისტული პაკეტების შეთავაზება უცხოელი ტურისტებისთვის

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** გადმოცემის კარგი უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სასურველია უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე თქვენი ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@budget-georgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიის ბოლო ვადაა 29 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია