Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713714&print=yes&view=jobs
 
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული პორტფელის ყოველდღიური კონტროლი;
** კომპანიის პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ადრეულ ეტაპზევე მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით ;
** კომპეტენციისამებრ, გადახდის ალტერნატიული გრაფიკების შეთავაზება დადგენილი პროცედურების ფარგლებში; კლიენტისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

** კომუნიკაბელურს;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან + ყოველთვიური ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია