|
დასახელება:
პერსონალური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის ასისტენტის (SEN Assistant) პოზიციაზე გელოვანის კამპუსში.
ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მოსწავლის მხარდაჭერა/თანმხლებობა მთელი სასკოლო დღის განმავლობაში (09:30-16:45)
** საჭიროების შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა
** მასწავლებლებთან, მშობლებთან, კლასის კოორდინატორთან და სპეციალისტებთან აქტიური კოორდინაცია
** ემოციური მხარდაჭერა და სტაბილური რუტინის შენარჩუნება
** ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან და სკოლასთან მოსწავლის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრი - ფსიქოლოგიის მიმართულებით
გამოცდილება:
** მინ. 1 წელი
** სპეციალური საჭიროების მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება
** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** კონკრეტული მოსწავლის ქცევაზე რეაგირება და მისი საჭიროებების მიხედვით საგაკვეთილო პროცესში და ასევე მის მიღმა სასკოლო დღის განმავლობაში მხარდაჭერა / ასისტირება;
** მოსწავლის მშობელთან, მასწავლებლებთან და კლასის ტუტორთან მჭიდრო კოორდინაცია;
** კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება;
** მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ემპათია
** კულტურული განსხვავებების პატივისცემა
** ეფექტიანი კომუნიკაცია
** სწრაფი რეაგირება მოსწავლეთა გამოწვევებზე
** რთულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნება
** დროის მართვა და ორგანიზებულობა
** მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრა
** სიძნელეების განსაზღვრა/გათვალისწინება
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა
სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 16:45 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: მოსწავლის მშობელთან შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის ასისტენტი (SEN Assistant).
ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|