|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Sprint-Dental
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
შპს "Sprint-Dental"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ახორციელებს სტომატოლოგიური პროდუქციისა და ტექნიკის იმპორტს.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო. ოთარ ონიაშვილის 25/27
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სამოტივაციო საბონუსე სისტემას.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
** პროდუქციის ძლიერი მხარეების ცოდნა და ეფექტური წარმოჩენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა, სასურველია სტომატოლოგიური სფეროში;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** მართვის მოწმობის ქონა სასურველია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: sprint.dental@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|