|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჯი სი ელ
|
|
გამოქვეყნდა: 11 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
შპს "ჯი სი ელ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და მართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების სწორი და დროული აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა;
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ოპერაციების კონტროლი, რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი;
** საგადასახადო და აუდიტორულ ორგანოებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
სამუშო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@gcl.ge.
|
|
|
|