Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713649&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Proprio
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
დეველოპერული კომპანია "LTD PROPRIO" წარმოადგენს საინვესტიციო უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის და პრემიუმ კლასის პროექტებზე.

"LTD PROPRIO" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება, გაგზავნა;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** საქმიანი შეხვედრებისა საორგანიზაციო მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@proprio.ge.

და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი დამუშავდება "LTD PROPRIO" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია