|
დასახელება:
ივენთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლოკო ალიანსი
|
|
გამოქვეყნდა: 09 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
ივენთ მენეჯერის მთავარი მიზანია მულტიფუნქციური სივრცის ეფექტური კომერციული გამოყენება — შესაბამისი ღონისძიებების მოძიება, ორგანიზატორებთან და სპონსორებთან კომუნიკაციის მართვა, გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა (შეთავაზებიდან ხელშეკრულებამდე) და ღონისძიებების ტექნიკური და ოპერაციული კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიებების ორგანიზების პროცესების განვითარება და სივრცის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** პოტენციურ პარტნიორებთან და ორგანიზატორებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** მომწოდებლების, პარტნიორებისა და კონტრაქტორების ბაზის შექმნა და განვითარება;
** სივრცის გახსნის ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, გუნდის მართვა;
** სარეკლამო პარტნიორების, სპონსორების, არენდატორებისა და ღონისძიებების მოზიდვა;
** არენდატორებთან ურთიერთობის მართვა;
** სივრცეზე მოთხოვნის ზრდა და მომხმარებლისა და აუდიტორიის ინტერესის გაძლიერება.
პროფესიული უნარები:
** გამოცდილება ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით;
** ტექნიკური აღჭურვილობების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის #84;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00;
** სახელფასო რეინჯი: 3500 + გაყიდვებიდან პროცენტი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com.
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ივენთ მენეჯერი".
|
|
|
|