|
დასახელება:
საგანმანათლებლო პროგრამა
|
| მომწოდებელი:
სუპერგმირების სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 09 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 მაისი
|
გგონია, რომ გმირები მხოლოდ ფილმებში არსებობენ? დროა დაამტკიცო, რომ შენც შეგიძლია იყო ერთ-ერთი მათგანი!
"სუპერგმირების სკოლა" არის სივრცე, სადაც მიიღებ იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება საერთაშორისო უნივერსიტეტებში დაფინანსების მოპოვებასა და წარმატებული კარიერის დაწყებაში.
რას მიიღებ "სუპერგმირები სკოლაში"?
** მოემზადები დაფინანსებისთვის (Scholarship) - მოხალისეობა საუკეთესო გზაა კოლეჯებში სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად;
** აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს;
** შეასრულებ "გმირის მისიებს" და გამოსცდი სხვადასხვა პროფესიას პრაქტიკაში;
** ისწავლი გუნდურ მუშაობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და ლიდერობას;
** შეიძენ რეალურ უნარებს, რომლებიც კარიერულ გზაზე გამოგარჩევს;
** მიიღებ სერტიფიკატს, რომელიც შენს CV-ს გააძლიერებს.
** დააგროვებ მოხალისეობრივ გამოცდილებას, რაც გადამწყვეტია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა (FLEX, Erasmus+) და საერთაშორისო კონკურსებში განაცხადისას;
ვისთვის არის პროექტი? 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის მომზადება.
მნიშვნელოვანი დეტალები:
განაცხადის ბოლო ვადა: 22 აპრილი
შეხვედრების თარიღები:
** I ნაკადი: 2 მაისი (12:00 - 15:00)
** II ნაკადი: 3 მაისი (12:00 - 15:00)
ადგილმდებარეობა: სასტუმრო ZP Palace, მარჯანიშვილის ქ.44
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! ჯგუფში მხოლოდ 30 ადგილია.
სპეციალური ფასი: პირველი 10 მონაწილისთვის - 45 ლარი (შემდეგ - 60 ლარი).
"სუპერგმირების სკოლა" არის არაფორმალური განათლების პლატფორმა, სადაც 13-18 წლის მოზარდები "გმირის მისიების" მეშვეობით ეუფლებიან ლიდერობას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?
საერთაშორისო აღიარება: მოხალისეობრივი გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებლად.
პროფორიენტაცია: მოსწავლეები პრაქტიკაში სინჯავენ სხვადასხვა სფეროს, რაც ეხმარებათ მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში.
დადასტურებული გამოცდილება: კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც აძლიერებს მოსწავლის პორტფოლიოს (FLEX, Erasmus+ და სხვ.).
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/MQ3B9Nf2z1cFGRhFA
|
|
|
|