Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713576&print=yes&view=jobs
 
დოკუმენტაციის კონტროლის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტაციის კონტროლის კოორდინატორი
მომწოდებელი: SGS Georgia
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
"SGS" არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.

შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში დოკუმენტაციის კონტროლის კოორდინატორის (DCC) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის მიღება, რეგისტრაცია, კლასიფიკაცია, არქივირება და კონტროლი.
** დოკუმენტბრუნვის სისტემის მართვა, მათ შორის შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა.
** დოკუმენტების კონტროლი და განახლებული რედაქციების დროული გავრცელება შესაბამის პირებთან.
** ნახაზების, წერილების, ანგარიშების, submittals, approvals, method statements, RFI-ების და სხვა პროექტული დოკუმენტაციის სწორი შენახვა და განთავსება.
** დამკვეთთან, კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და შიდა გუნდთან დოკუმენტაციის გაცვლის პროცესის კოორდინაცია.
** პერიოდული დოკუმენტური სტატუს-რეპორტების მომზადება.
** შეხვედრების ოქმების, ტრეკერების და action list-ების განახლება და კონტროლი.
** პროექტის დასრულების ეტაპზე საბოლოო დოკუმენტაციის შეკრება/დალაგება/დაარქივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია: ბიზნეს ადმინისტრირება, ინჟინერია, არქიტექტურა, დოკუმენტბრუნვა ან მონათესავე მიმართულება.
** მინიმუმ 5 წელი გამოცდილება დოკუმენტაციის მართვის ან დოკუმენტ კონტროლის მიმართულებით სამშენებლო, საინჟინრო ან პროექტული მიმართულებით.
** დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (წერილობითი და ზეპირი).
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის და Word-ის კარგი ცოდნა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.glonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დოკუმენტაციის კონტროლის კოორდინატორი (DCC)

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია