Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713512&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი, პრისეილერი - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი, პრისეილერი
მომწოდებელი: კოკა-კოლა გურია
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
** ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა - B მექანიკა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი)

--------------------------------------

შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის თაროზე/მაცივარში განლაგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი;
** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი მართვის მოწმობა: B (მექანიკა)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სავაჭრო აგენტი/პრისეილერი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია