Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713492&print=yes&view=jobs
 
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარაფი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია "ქარაფი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ქარაფი" მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის რეცხვის ინოვაციურ სერვისს — გამოძახებით, სახლიდან გაუსვლელად. ჩვენი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მაღალი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს.

პოზიციის აღწერა:

ოპერაციების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ყოველდღიური პროცესების ეფექტურ მართვაზე და გუნდის კოორდინაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და მართვა
** გუნდის ხელმძღვანელობა და მოტივაცია
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია
** შეკვეთების ოპტიმალური განაწილება თანამშრომლებზე
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება

მოთხოვნები:

** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება
** გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი
** დელეგირების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

უპირატესობა მიენიჭება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
** უცხო ენების ცოდნას

შესაძლებლობა გექნებათ:

** განივითაროთ კომუნიკაციის, ორგანიზებისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მართვის უნარები
** ახლოდან გაეცნოთ კომპანიის შიდა ოპერაციებსა და საქმიანობის სპეციფიკას
** გაიუმჯობესოთ და პრაქტიკაში განავითაროთ მენეჯერული უნარები

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2000+ ლარი)

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@carup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ოპერაციების მენეჯერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნებისთვის. მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია