Робота для біженців з України
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ძირითადი ფუნქციები:

** გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** პაციენტებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 08.05.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე