Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713442&print=yes&view=jobs
 
ედვერთაიზერი - დეკრეტის შემცვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი - დეკრეტის შემცვლელი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ედვერთაიზერის პოზიციაზე - დეკრეტის შემცვლელი.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო კამპანიების შემუშავება და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხში ლიდების გენერირებისთვის;
** ბიუჯეტის მართვა და ეფექტური განაწილება სხვადასხვა სარეკლამო არხებზე;
** Google Analytics 4-ისა და Google Tag Manager-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგისთვის და ანალიზისთვის;
** სარეკლამო სტრატეგიების ოპტიმიზაცია, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ROI (Return on Investment);
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი სარეკლამო სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება კამპანიების შედეგების, ეფექტურობის და
გაუმჯობესების რეკომენდაციების შესახებ;
** ყოველდღიური მუშაობა მარკეტინგის გუნდთან, გაყიდვებისა და ბრენდინგის სტრატეგიების შესათანხმებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** Google Ads-ის, Facebook Ads-ის, Google Analytics 4-ის, Google Tag Manager-ისა და Display & Video 360-ის (DV360) საბაზისო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები, მონაცემების გაანალიზების და სარეკლამო სტრატეგიების ოპტიმიზაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და დროის მართვის უნარი.

სასურველი კვალიფიკაცია:

** IT სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდების გენერირების გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია