Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713428&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პიელ ნატურალსი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი თბილისში.

"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-9 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;

ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.

პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.

ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათ-კვირა - დასვენება.

ლოკაცია: თბილისის მასშტაბით
ანაზღაურება: 1500₾ ფიქსირებული + ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა, და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ჩანიშვნა, ორგანიზება, პროდუქციის შეთავაზება
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ინგლისურის ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

აუცილებელია: კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი, რომელსაც გამოიყენებს აქტიური გადაადგილებისთვის მომხმარებელთან შეხვედრების მიზნით.

გახდით გუნდის წევრი, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია