|
დასახელება:
ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
კაპიტელი ქონსთრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ტექნიკურ დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯუნიორ ინჟინერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა
ძირითადი მოვალეობები:
** ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა
** პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა-შესწავლა
** სამუშაო მოცულობების ამოთვლა ნახაზების მიხედვით
** ფორმა 2-ების მომზადებაში ჩართულობა
** ტექნიკურ დეპარტამენტთან კოორდინაცია და მონაცემების დამუშავება
მოთხოვნები:
** სამოქალაქო ან სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით განათლება
** AutoCAD-ის ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის გააზრების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლის სურვილი
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (აუცილებელი არ არის)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (NET)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო
CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@capiteliconstruction.ge
|
|
|
|