|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას, Digital Marketer-ის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** Meta და Google Ads კამპანიების სრული ციკლის მართვა, ოპტიმიზაცია და ზრდაზე ზრუნვა;
** მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა კონკრეტული ბიზნეს შედეგების (Conversions, ROI) მისაღწევად;
** ბრენდის პოზიციონირებისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისი ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპანიის მიზნების შესაბამისი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, იმპლემენტაცია და მუდმივი მონიტორინგი;
** მარკეტინგული პერსპექტივიდან ვებ-გვერდების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა (Conversion Rate Optimization);
** ონლაინ ტრაფიკის, მომხმარებელთა ქცევისა და კამპანიების ეფექტურობის ანალიზი, რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Meta Ads და Google Ads-ის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** Google Analytics (GA4)-თან მუშაობის გამოცდილება;
** SEO და SEM პრინციპების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|