|
დასახელება:
იმპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არტე
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"არტე" - ბრენდირებული უნიფორმების და პრომო მასალების მწარმოებელი კომპანია საქართველოში ეძებს გუნდის ახალ წევრს - იმპორტის მენეჯერს
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 72
ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე და წარმოადგენს მოლაპარაკების საკითხს.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და ყველა საჭირო კომუნიკაციის წარმართვა პარტნიორებთან (მეილის საშუალებით კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე)
** ფასების დამუშავება და ოპტიმალური შეთავაზების მომზადება;
** სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია, ტვირთის ქართულ საწყობში მიტანამდე;
** ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
** შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელთან, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** სარეგისტრაციო განცხადებების მომზადება;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს დაგვიკავშირდით 598 820002 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: artestudio.ge@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იმპორტის მენეჯერი".
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, შპს აფფროფერთიმ დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|