Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Next Door
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"Next Door" წარმოადგენს დეველოპერულ კომპანიას, რომლის მიზანია თანამედროვე, ფუნქციური და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეების შექმნა.

ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტინგული მიმართულების სტრატეგიულ მართვას და რეალურ ბიზნეს შედეგებზე ორიენტირებულ განვითარებას.

როლის აღწერა:

მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრასა და განხორციელებაზე, ციფრული და ოფლაინ არხების ეფექტიან ინტეგრაციაზე, ასევე აუთსორს მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მართვაზე.
როლის მთავარი მიზანია მარკეტინგის გარდაქმნა გაზომვად და შედეგზე ორიენტირებულ სისტემად, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე და ბრენდის გაძლიერებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მართვა
** ციფრული მარკეტინგის აუთსორს სააგენტოს სტრატეგიული მართვა და შესრულების კონტროლი
** მარკეტინგული KPI-ების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი
** მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების ინტეგრაცია
** მარკეტინგული ბიუჯეტის სტრატეგიული მართვა
** ბრენდის პოზიციონირების, კომუნიკაციისა და ვიზუალური ერთიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის სტრატეგიულ პოზიციაზე
** ციფრული არხების სიღრმისეული ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
** აუთსორს სააგენტოებთან მუშაობისა და მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** სისტემური და ორგანიზებული მუშაობის სტილი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას მართოთ კომპანიის სრული მარკეტინგული მიმართულება
** ჩართულობას სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და რეალურ გავლენას ბიზნეს შედეგებზე
** დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობას

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კომპეტენციებისა და პროფესიული შესაბამისობის გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე