|
დასახელება:
სერვის დესკის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სერვის დესკის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში მონიტორინგის სისტემების საშუალებით;
** მონიტორინგის სისტემებიდან მიღებული ალარმების/შეტყობინებების ანალიზი, შესაბამისი რეაგირება და შესაბამის მხარდაჭერის ჯგუფებზე ესკალაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და მხარდაჭერის ინჟინრებთან კომუნიკაცია (სატელეფონო კომუნიკაცია, ჩატი, ელექტრონული ფოსტა);
** მომხმარებლების მიერ სატელეფონო, ელ.ფოსტით ან ჩატით შემოსული მოთხოვნების მიღება რეგისტრაცია, კატეგორიზაცია და პრიორიტიზაცია სერვის დესკის პორტალზე;
** ინციდენტების სტატუსის მონიტორინგი და მათი გადაწყვეტის პროცესის კონტროლი;
** განმეორებითი ინციდენტების იდენტიფიკაცია და პრობლემების მართვის პროცესში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ორგანიზაციაში დანერგილი IT პროცესებისა და ISO სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** სასურველია ინციდენტების მართვის პროცესის ზოგადი ცოდნა;
** სასურველია მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Zabbix, Nagios, PRTG ან მსგავსი);
** სასურველია Service Desk სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira, ServiceNow, Freshservice ან მსგავსი).
განათლება:
** უმაღლესი განათლება;
** განიხილება პროფესიული სასწავლებლის ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.
ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების პირველი ხაზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია
** ინფორმაციის შეგროვების უნარი
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 მაისის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1189/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|