|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეღვინეობა გიუაანი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"გიუაანი მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც სრულად მართავს კომპლექსის ყოველდღიურ საქმიანობას.
"გიუაანი მეღვინეობა" მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში. კომპლექსი აერთიანებს მეღვინეობას, ღვინის ტურიზმს, რესტორანს, ღონისძიებების სივრცესა და სასტუმროს. კომპანია მიზნად ისახავს სტუმრებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნას სტუმარმასპინძლობისა და ღონისძიებების მიმართულებით. არის მზარდი კომპანია დიდი გეგმებით.
ეს არის სრული განაკვეთის, ადგილზე სამუშაო პოზიცია (საგარეჯოს რაიონ, სოფელ მანავში. თბილისის გასასვლელიდან 30 წუთში). ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პროცესების ეფექტური მართვა, გადაწყვეტილებების მიღება და ციფრების ანალიზი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს და რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების და სერვისის ხარისხის კონტროლი
** დიდი გუნდის და პერსონალის მართვა (გრაფიკი, ტრენინგი, დისციპლინა), საჭიროებისამებრ ახალი კადრების მოძიება და შერჩევა
** სტუმრის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა
** ყოველდღიური შედეგების კონტროლი (შემოსავალი, ეფექტურობა, ხარჯები)
** შესყიდვების, ხარჯების ოპტიმიზაციის, ლოჯისტიკისა და საოპერაციო პროცესების მართვა
** ინვენტარის კონტროლი და მარაგების მართვა
** ღონისძიებების ზედამხედველობა და გაყიდვების კონტროლი და ზრდის დაგეგმვა
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** ტოპ მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან რეგულარული რეპორტინგი და ანგარიშგება
მოთხოვნები:
** სასტუმრო და სარესტორნო სფეროში მართვის გამოცდილება
** ძლიერი ანალიტიკური და ციფრებთან მუშაობის უნარი (შემოსავლების კონტროლი, ხარჯების მართვა)
** ლიდერული უნარები და გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება
** პროაქტიული და პრაქტიკული მიდგომა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური, რუსული)
მნიშვნელოვანია:
ეს არ არის ადმინისტრაციული ან ზედამხედველობის პოზიცია. ვეძებთ ადამიანს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროცესებში, ინვენტარსაც აკონტროლებს, ხარჯებს ოპტიმიზაციას გაუწევს და სრულ პასუხისმგებლობას აიღებს შედეგებზე.
იზრუნებს სტუმრის კმაყოფილებაზე, გაყიდვების ზრდაზე და ყოველდღიური პროცესების სრულ კონტროლზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@giuaani.ge
|
|
|
|