Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713322&print=yes&view=jobs
 
F&B მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და სპა-გამაჯანსაღებელ სივრცეებს.

კომპანია აღნიშნული საქმიანობისთვის ეძებს კვალიფიციურ F&B მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

მომწოდებლებთან მოლაპარაკება და პროდუქციის ხარისხის კონტროლი შეფ-მზარეულთან/სუ-შეფთან ერთად

** მენიუს ანალიზი, ახალი პროდუქტის დამატება და ფასების ოპტიმიზაცია;
** სერვისის ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
** დარბაზისა და ბარის სრული კოორდინაცია სამზარეულოსთან;
** თანამშრომლების მუშაობის კონტროლი, სამუშაო გრაფიკის შედგენა, გუნდის მართვა და კოორდინაცია;
** ინვენტარის, მარაგებისა და დანაკარგების კონტროლი, დარბაზისა და სამზარეულოს ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა და ტრენინგი;
** ყოველდღიური შემოსავლების მონიტორინგი და ბიუჯეტის კონტროლი ე.წ food cost, beverage cost, waste მინიმიზაციის მიზნით;
** შიდა პროცესების ოპტიმიზაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა.
** ძლიერი ოპერაციული გამოცდილება
** ლიდერული უნარები
** კომუნიკაცია (სტაფთან + სტუმართან)

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: css_ltd@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია