Робота для біженців з України
საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი" 1 სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს.

კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მომზადება და დაგეგმარება
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დეტალური დამუშავება და ანალიზი
** ხარჯთაღრიცხვის შედგენა: სამუშაოების მოცულობების დათვლა, მასალების, შრომითი რესურსებისა და ტექნიკის ხარჯების განსაზღვრა
** რესურსების მართვა: კონკრეტული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო მანქანა-მექანიზმებისა და აღჭურვილობის შერჩევა
** შესაბამისი კოეფიციენტების (ზედნადები ხარჯები, მოგება და ა.შ.) სწორი განსაზღვრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და დადასტურება (ფორმა №2)
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი აღრიცხვა და კონტროლი
** ფორმა №2-ის მომზადება: შესრულებული სამუშაოების ჩაშლილი უწყისების ფორმირება და მათი წარდგენა/შეთანხმება დამკვეთთან
** ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოცულობებსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის შესაბამისობის მონიტორინგი
** მასალების აღრიცხვა და ჩამოწერა (ფორმა №29)
** ხარჯვის კონტროლი: შესრულებული სამუშაოების (ფორმა №2) საფუძველზე მასალების ჩამოწერის აქტების (ფორმა №29) წარმოება
** რეალურად გახარჯული მასალების შედარება საპროექტო ნორმებთან და გადახარჯვის მიზეზების ანალიზი
** ობიექტზე არსებული მასალების ნაშთებისა და რაციონალური გამოყენების ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით
** სამშენებლო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე (საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო ან ტექნიკური განყოფილების მართვა)
** AutoCAD: ნახაზებიდან მოცულობების ამოღების და ტექნიკური დეტალიზაციის უნარი
** MS Excel: მონაცემთა ანალიზი და ცხრილები
** სამშენებლო ტექნოლოგიების, მანქანა-მექანიზმებისა და მასალების ბაზრის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე