Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"გაბილდი ჯგუფი" არის მულტიბრენდული, იმპორტიორი კომპანია, რომელიც აერთიანებს კარისა და ავეჯის 5 შოურუმს საქართველოს მასშტაბით.

"გაბილდი ჯგუფი" 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღეს ბრენდის ქვეშ უკვე ერთიანდება სამი მსხვილი მიმართულება:

Gabuild doors - მულტიბრენდული შიდა და შესასვლელი კარის შოურუმი 3 ფილიალით, თბილისსა და ბათუში.

Profildoors by Gabuild Group - პრემიუმ კლასის კარის შოურუმს, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ექსკლუზიური დიზაინის კოლექციები.
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ბ

Norde by Gabuild Group - პრემიუმ ავეჯის ბრენდი, ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
მისამართი: დ. გამრეკელის №19-ში.

"გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

მარკეტინგის მენეჯერის პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდების განვითარებაზე, შოურუმების ტრაფიკის ზრდაზე და მარკეტინგის გუნდის ეფექტურ მართვაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის კვლევა და მიღებული მონაცემების საფუძველზე მარკეტინგული გეგმების განხორციელება/კორექტირება
** ბრენდების განვითარებაზე მუშაობა და კომპანიის საიმიჯო პარამეტრების გაძლიერება ბაზარზე
** მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება და შედეგების ანალიზი
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების შესაბამისი გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** მარკეტინგის გუნდის კოორდინაცია და ყოველდღიური პროცესების მართვა
** შოურუმის ვიზიტორების ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდის სტრატეგიის მომზადება და განხორციელება
** შოურუმის ვიზიტორების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** ციფრული მარკეტინგის არხების (სოციალური მედია, ვებსაიტი, ონლაინ რეკლამა) მონიტორინგი და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის განსაზღვრა
** მედიისა და საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
** მარკეტინგული ღონისძიებების, პრეზენტაციების და კამპანიების ორგანიზება
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი კომპანიის ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** აუცილებელია SMM-ის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პროცესების ეფექტიანად მართვის უნარი

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (შეთანხმებით).
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 (ერთ საათი შესვენება)

განცხადებების გადარჩევა:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნები თქვენთვის მისაღებია, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@gabuild.ge (http://www.gabuildgroup.ge) და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ მშობლიურ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე