|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
დამი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციებს
სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ. 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთან მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** შეამოწმოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასების განლაგების სისწორე;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და სწორად გაცემა;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში.
ჩვენ ვითხოვთ:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 568403311
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|