|
დასახელება:
სტაჟირების კონკურსი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში.
დეპარტამენტი: ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი
განყოფილება: ინვესტიციებისა და ანგარიშსწორების სისტემების მართვის და განვითარების განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა საერთაშორისო რეზერვების მართვა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა. ამ პროცესებში კრიტიკულ როლს ასრულებს ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც შესაბამისი საოპერაციო პროცესების წარმართვაზე, ისე მათთვის აუცილებელი ფინანსური და საინფორმაციო სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებასა და განვითარებაზე.
ინვესტიციებისა და ანგარიშსწორების სისტემების მართვისა და განვითარების განყოფილება მუშაობს ფინანსური ბაზრების ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზისა და სისტემური ინოვაციების გადაკვეთაზე. განყოფილება მხარს უჭერს დეპარტამენტის საქმიანობაში გამოყენებული კრიტიკული სისტემების მართვას, განვითარებასა და გაუმჯობესებას, ასევე მონაწილეობს ახალი ტექნოლოგიური და ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვაში.
სტაჟირების შესახებ:
სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული, ანალიტიკურად მოაზროვნე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ცენტრალურ ბანკში და გაიღრმავონ ცოდნა ფინანსური ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზის, სისტემების განვითარების და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით.
სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვის განმავლობაში შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
** დეპარტამენტის საქმიანობაში გამოყენებული კრიტიკული სისტემების მხარდაჭერა, მართვა და განვითარება
** არსებული საოპერაციო პროცესების ანალიზი და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** ახალი სისტემების დანერგვისა და არსებული სისტემების განახლების პროცესში მონაწილეობა
** სისტემებში ცვლილებების მართვისა და ახალი ფუნქციონალის ტესტირების მხარდაჭერა
** მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით პრაქტიკულ დავალებებში მონაწილეობა
** Python-ისა და SQL-ის გამოყენებით მცირე ანალიტიკური, ავტომატიზაციის ან ანგარიშგების გადაწყვეტების შექმნის მხარდაჭერა
** AI-ინტეგრირებული ან სხვა ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების კვლევასა და საპილოტე პროექტებში მონაწილეობა.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
** მიიღონ ცოდნა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის საქმიანობის, საოპერაციო პროცესებისა და კრიტიკული სისტემების შესახებ.
** იმუშაონ რეალურ ბიზნეს-ამოცანებზე მენტორების მხარდაჭერით.
** შეიძინონ გამოცდილება პროფესიულ, დინამიურ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გარემოში
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენის ცოდნა (საუბარი და წერა);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მონაცემებთან, ანალიტიკასთან, ტექნოლოგიურ სისტემებთან ან შესაბამის პრაქტიკულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება;
** SQL-ის საფუძვლების ცოდნა (MySQL ან PostgreSQL);
** რომელიმე პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა (მაგ: Python, VBA, Matlab).
კომპეტენციებისა და უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** სწრაფად სწავლის და ახალი თემების ათვისების უნარი;
** ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და წერითი ფორმით აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ფინანსური ბაზრების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ მაღალი ინტერესი.
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
** განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მეორე ეტაპი:
** წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ.
წერითი დავალების თემატიკა:
** SQL
** პროგრამირების ენა (Python/VBA/Matlab)
** პროგრამირებასთან დაკავშირებული მარტივი ანალიტიკური/ლოგიკური ამოცანები
მესამე ეტაპი:
** გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 18 აპრილის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
** რეზიუმე (CV)
** რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი "სტაჟირება - ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი"
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|