Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სტრატეგია და ანალიტიკა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია შპს "სტრატეგია და ანალიტიკა" წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიამ სწრაფად დავიმკვიდრა ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს რამდენიმე ათეულ კომპანიას უწევს.

"სტრატეგია და ანალიტიკა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. N17
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა (სასწავლო/დამხმარე დონეზე);
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შეყვანა და დამუშავება;
** ელექტრონული ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოებაში დახმარება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლში მონაწილეობა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში ჩართულობა.

ანალიტიკური (ჯუნიორ) ფუნქციები:

** ფინანსური მონაცემების შეგროვებასა და მოწესრიგებაში დახმარება;
** შიდა ფინანსური ანგარიშგებებისა და მარტივი რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის პროცესში მხარდაჭერა;
** Excel-ში მარტივი ცხრილების, შეჯამებებისა და მონაცემების დამუშავება;
** მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადებაში დახმარება;
** ფინანსური და ანალიტიკური პროცესების პრაქტიკული სწავლა.
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია საბუღალტრო ან ფინანსურ სფეროში მუშაობის საწყისი გამოცდილება (მათ შორის სტაჟირება);
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
** FINA და/ან SuperFin პროგრამების ცოდნა კანდიდატს უპირატესობას მიანიჭებს, თუმცა არ არის სავალდებულო).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება და სწავლის მოტივაცია;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: info@strategy-analytics.llc
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე