Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713180&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი, აუტოგრაფ ქოლექშენი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"Paragraph Golf & Spa, Tabori, Autograph Collection" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დაცლა, დასაწყობება;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის დახარისხება და გამზადება;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება დოკუმენტაციასთან მიმართებით;
** შეკვეთების აწყობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hrtabori@paragraphhotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hrtabori@paragraphhotels.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია