|
დასახელება:
რეზერვაციებისა და შემოსავლების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქი ჰოსფითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"არქი ჰოსფითალითი" არის არქი ჰოლდინგის შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
"არქი ჰოსფითალითის" გუნდში რეზერვაციებისა და შემოსავლების მართვის მენეჯერს ვეძებთ.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტულ ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** მართავ რეზერვაციების პროცესს და უზრუნველყოფ მის ეფექტიან მუშაობას
** იმუშავებ შემოსავლების მართვის სტრატეგიებზე და მათ განხორციელებაზე
** განსაზღვრავ და ოპტიმიზაციას გაუკეთებ ფასებს (pricing)
** გაანალიზებ ბაზარს, მოთხოვნასა და კონკურენტებს
** იზრუნებ დატვირთულობის (occupancy) და შემოსავლების მაქსიმიზაციაზე
** მართავ ონლაინ გაყიდვების არხებს (OTA) და აუმჯობესებ შედეგებს
** მოამზადებ ანგარიშგებებს და გაანალიზებ შესრულებულ შედეგებს
** ითანამშრომლებ გაყიდვების და ოპერაციულ გუნდებთან
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რეზერვაციებში ან შემოსავლების მართვაში
** გეხერხება მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება
** გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** ფლობ Excel-ს და გაქვს გამოცდილება PMS სისტემებთან მუშაობაში (Opera, Arial)
** ხარ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.Ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რეზერვაციებისა და შემოსავლების მართვის მენეჯერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 07 მაისი, 2026.
გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|