Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713164&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: არქი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"არქი ჰოსფითალითი" არის "არქი ჰოლდინგის" შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

"არქი ჰოსფითალითის" გუნდში კომერციულ დირექტორს ვეძებთ

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტულ ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი
** მართავ გაყიდვების, მარკეტინგის, რეზერვაციებისა და შემოსავლების მიმართულებებს
** განსაზღვრავ ფასების (pricing) და შეთავაზებების სტრატეგიას
** აანალიზებ ბაზარს, კონკურენტებსა და ბიზნესის შესრულების მაჩვენებლებს
** განსაზღვრავ ბრენდის პოზიციონირებას და უზრუნველყოფ მის შესაბამისობას კომერციულ სტრატეგიასთან
** მართავ მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიულ მიმართულებას ბრენდის განვითარების მიზნით
** მართავ მოლაპარაკებებს და აფორმებ მნიშვნელოვან კომერციულ შეთანხმებებს
** ითანამშრომლებ ოპერაციულ გუნდებთან ბიზნესის ეფექტიანობის გასაზრდელად

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კომერციულ, გაყიდვების ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
** გაქვს მრავალფუნქციური გუნდების (sales, marketing, revenue) მართვის გამოცდილება
** გაქვს ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** გაქვს მოლაპარაკების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე
** ხარ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პროაქტიული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.Ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კომერციული დირექტორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 07 მაისი, 2026.

გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია