Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, ვეძებთ პროექტის მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა პროექტების დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** პროექტის გრაფიკის მონიტორინგი
** შეკვეთების მომზადება მასალებისა და მომსახურების შესყიდვისთვის
** პროექტის ნახაზებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის კოორდინაცია
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება პროექტის გუნდისთვის

განათლება და კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში
** შესაბამისი კურსის დამთავრება
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში 2-წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს
** ძლიერი ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Office - სამუშაო დონეზე
** MS Project - სამუშაო დონეზე
** AutoCAD - გამოყენების დონეზე

ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად
** ინგლისური ენა - მაღალ დონეზე

პირადი უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი

რას გთავაზობთ:

** საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესწავლა
** თანამედროვე პროექტის მართვის პრინციპების შესწავლა
** კარიერული ზრდა, როგორც მომავალი პროფესიონალი პროექტის მენეჯერი
** ხელფასი: 2600 ლარი (ხელზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@bsg.com.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე