Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნეტმარტი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი" 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამედიცინო საშუალებების, კვებითი დანამატების და ორთოპედიული პროდუქტების რეალიზაცია.

"ნეტმარტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ა
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:00, კვირაში 5 დღე (გრაფიკის მიხედვით)
ანაზღაურება: 1000 ლარი (net) + ბონუსი გაყიდვებიდან
სტაჟირების ხანგრძლივობა - 7 დღე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთების დამუშავება
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
** შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით
** გამავალი ზარების განხორციელება
** მუშაობა ცხელ და ცივ ბაზაზე (Hot & Cold Leads)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: groupnetmart@gmail.com

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია "ნეტმარტი", როგორც თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე